ცოტას თუ წარმოუდგენია, რომ თბილისთან ახლოს, ქალაქ ბოლნისში არსებობს ნუმიზმატიკისა და არტეფაქტების მუზეუმი. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს უძველესი ხანის ნივთები, რომელიც ყველას აოცებს თავისი უნიკალურობით.
კერძო კოლექციონერის მიერ დაარსებულ ნუმიზმატიკისა და არტეფაქტების მუზეუმში თქვენ ნახავთ ნივთებს, რომელიც გასული საუკუნეების ცხოვრებას ნათლად ასახავს: ქართველი მეფეების დროინდელ ფულის ერთეულებს, თამარის მეფობისას შექმნილ მონეტას, რომელიც დმანისშია მოჭრილი, შუბის თავებს, უძველესი ხანის ვერცხლის ბეჭდებსა და აქსესუარებს, ასევე XII-XIII-ე საუკუნეების უძველეს ნივთებს.
აღნიშნულ მუზეუმში ინახება დავით ნარინის დროინდელი ჯაჭვის რგოლებიც.
ეს და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ნივთები შეგიძლიათ ნახოთ ბოლნისში, ნუმიზმატიკისა და არტეფაქტების მუზეუმში, რომელიც ახალი სიტყვაა მუზეუმების ისტორიაში.