1 დღე - მცხეთა-თბილისის ტური:
მცხეთა - ერთერთი ყველაზე ძველი ქალაქი თბილისთან ახლოს. მცხეთა იყო ადრეული ქართული სამეფოს- იბერიის დედაქალაქი ძვ.წ. მე -III საუკუნიდან მე -V საუკუნემდე. 317 წელს ამ ადგილას ქართველებმა მიიღეს ქრისტიანობა და მცხეთა რჩება ქართული მართლმადიდებლური და სამოციქულო ეკლესიის ცენტრად.
09:00 გასვლა სასტუმროდან;
09:30 ჯვრის მონასტერი;
10:00 მცხეთა-სვეტიცხოველი;
12:00 ლანჩი;
13:00 გეზი თბილისისკენ.
თბილისი - საქართველოს დედაქალაქი
14:00 ეთნოგრაფიული მუზეუმი;
15:00 კუს ტბა;
16:00 ვესტუმრებით მეტეხის ეკლესიას, ნარიყალას და მშვიდობის ხიდს (შუშის ხიდი), საბაგიროთი მამადავითზე ასვლა. იქიდან ფეხით ჩამოსვლა ჩანჩქერთან და აბანოებთან. მიწისქვეშა მეიდან ბაზრით შარდენის ქუჩაზე გადასვლა და კონკასთან საფეხმავლო ტურის დასრულება;
19:00 (+/-ნახევარი საათი)
19:30 სურვილის შემთხვევაში, ვახშამი ქართულ რესტორანში ფოლკშოუთი. / ან მთაწმინდაზე ასვლა საბაგიროთი და ადგილზე შეიძლება მსუბუქი ვახშამი აჭარული ხაჭაპური, ლაღიძის წყლები, პიცა და სხვა (კვება ინდივიდუალურად).
2 დღე - ყაზბეგის ტური
ყაზბეგის ტური მოიცავს რამდენიმე ტურისტულ მარშრუტს.
• ჟინვალის წყალსაცავს - ჟინვალის წყალსაცავი არის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს, ჟინვალში, კავკასიონის მთებში. მიუხედავად იმისა, რომ წყალსაცავი ხელოვნურად წარმოქმნილია, რეზერვუარი აღფრთოვანებს სტუმრებს თავისი ფირუზისფერი წყლით.
შეგიძლიათ დატკბეთ ანანურის ციხის წყალსაცავის ხედით, რომელიც პოპულარული ტურისტული სანახაობაა თავისი განსაცვიფრებელი, პანორამული ხედებით.
• ანანური - ციხესიმაგრე რომელიც მდებარეობს მდ. არაგვის სანაპირო ზოლზე, ციხე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სავარაუდო სიაშია.
• გუდაური - სათხილამურო კურორტი რომელიც მდებარეობს კავკასიის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პლატოზე. კურორტი მდებარეობს სტეფანწმინდის რაიონში, საქართველოს სამხედრო გზაზე ,ჯვრის უღელტეხილის მახლობლად, ზღვის დონიდან 2,200 მეტრის სიმაღლეზე. ეს კურორტი გთავაზობთ მაღალი ხარისხის სათხილამურო შესაძლებლობებს. გუდაურის ფერდობები ითვლება ზვავუსაფრთხოდ. სათხილამურო სეზონი გრძელდება დეკემბრიდან აპრილამდე.
9:00 გასვლა სასტუმროდან;
10:00 გზაზე ჟინვალის რეზერვუართან გაჩერება, თუ იქნება შესაძლებელი გავჩერდებით ანანურთან (სარემონტო სამუშაობების გამო) გზაზე ხედებთან გაჩერება სურათებისთვის ან მეგობრობის ძეგლთან. მინერალურ წყალთან გაჩერება 15 წუთით;
13:00 ლანჩი სტეფანწმინდაში. (რომელიმე რესტორანში ან ოჯახში ) ლანჩი შეიძლება გერგეტის სამების მონახულების მერეც.
14:00 დელიკებით გერგეთის სამებაზე ასვლა. (ერთი დელიკის ღირებულებაა 60 ლარი 5-6ადამიანზედა ნებაყოფილობითია) თავისუფალი დრო 30 ან 40;
15:30 წამოსვლა თბილისისაკენ;
18:30 თბილისში ჩასვლა თუ სურვილი ექნებათ ვახშმის შეკვეთა შეიძლება რესტორანში და შემდეგ სასტუმროში დაბრუნება.
3 დღე - კახეთის ტური
კახეთის ტური საშუალებას გაძლევთ გაატაროთ დაუვიწყარი დღე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ რეგიონში, სადაც მზადდება საუკეთესო ქართული ღვინო.
9:00 გასვლა სასტუმროდან;
10:30 წმ. ნინოს მონასტერი ბოდბეში - აშენებულია მე IX საუკუნეში, ამ სამონასტრო კომპლექსშია წმინდა ნინოს საფლავი, (კაპადოკიელი ქალწული,რომელმაც ქართველი ხალხი გააქრისტიანა ჯერ კიდევ 337 წ.) მონასტრიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი თოვლით დაფარული კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის;
11:00 სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი. ეს არის ყველაზე ლამაზი ქალაქი კახეთში. სიღნაღის განვითარება უკავშირდება მეფე ერეკლე II -ს მე XVIII საუკუნეში. სწორედ მან ააშენა ლეკების შემოჭრის წინააღმდეგ თავდაცვითი კედლები და 28 კოშკი;
12:00 ლანჩი რესტორანში- სადაც გეძლევათ საშუალება დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული სამზარეულო.
ლანჩის შემდეგ თავისუფალი დრო და შემდეგ თბილისისაკენ დაბრუნება. გზად შეიძლება ღვინის როგორც უფასოდ დაგემოვნება, ასევე შეძენა. სურვილის შემთხვევაში ვახშმის შეკვეთა შეიძლება რესტორანში და შემდეგ სასტუმროში დაბრუნება.
ღირებულებაში შედის:
სხვა ხარჯი: ლანჩი, ვახშამი, სუვენირები, შესასვლელი ბილეთები, დელიკას ფასი - 60 ლარი 5-6 პერსონაზე, პირადი ხარჯი და სხვა ხარჯი, რაც ღირებულებაში არ შედის, ტურის ღირებულებაში არ შედის.
დაგვიკავშირდით:
ტელ: +995 598949464; +995 555430877
ელ-ფოსტა: info@toureast.ge; toureast.ge@gmail.com
TourEast Georgia გთავაზობთ ტრანსფერს როგორც თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ასევე სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან.
მოგემსახურებათ გამოცდილი მძღოლები კომფორტული და უსაფრთხო ტრანსპორტით.
შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტრანსფერის განხორციელება ნებისმიერი რაოდენობის ტურისტული ჯგუფებისთვის.
ჩვენ უზრუნველვყოფთ ტურის მიმდინარეობისას პროფესიონალი გიდის მომსახურებას.
მოგემსახურებათ რუსული, ინგლისური და გერმანულენოვანი გიდები მრავალწლიანი გამოცდილებით. ჩვენი გიდები გაგიწევენ მეგზურობას საქართველოში, აღმოგაჩენინებენ განსხვავებულ და საინტერესო ადგილებს და აქცევენ თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარ მოგონებად.