სასკოლო ექსკურსიების პროგრამა TourEast Georgia-სგან!
აღმოაჩინეთ საქართველო ქვემო ქართლიდან - პირველი ევროპელების, ზეზვას და მზიას სამშობლო, დმანისის უძველესი ნაქალაქარი, გერმანული სოფლები, უნიკალური არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები და განსაკუთრებული ადგილები, რომლებიც ჯერ ძალიან ცოტას თუ უნახავს;
ეს ყველაფერი კი თბილისიდან მხოლოდ 100 კმ-ში;
საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო ექსკურსიები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის სასურველი სერვისებით:
დაიჭირეთ თადარიგი, დაჯავშნეთ ექსკურსია წინასწარ და მიიღეთ საუკეთესო სერვისი!
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით:
598 949464, 555 430877
info@toureast.ge
TourEast Georgia გეპატიჟებათ ქართული სამზარეულოს გასაცნობად!
გთავაზობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის კერძების დეგუსტაციას და მასტერკლასებს. ქვემო ქართლში, კერძოდ კი, ბოლნისში გიმასპინძლებთ ოჯახურ გარემოში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და სურვილის შემთხვევაში თავადაც მიიღოთ მონაწილეობა მათ მომზადებაში.
ასევე, უზრუნველვყოფთ კვებას უშუალოდ ტურის განმავლობაში.
TourEast Georgia გთავაზობთ ტრანსფერს როგორც თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ასევე სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან.
მოგემსახურებათ გამოცდილი მძღოლები კომფორტული და უსაფრთხო ტრანსპორტით.
შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტრანსფერის განხორციელება ნებისმიერი რაოდენობის ტურისტული ჯგუფებისთვის.
ჩვენ უზრუნველვყოფთ ტურის მიმდინარეობისას პროფესიონალი გიდის მომსახურებას.
მოგემსახურებათ რუსული, ინგლისური და გერმანულენოვანი გიდები მრავალწლიანი გამოცდილებით. ჩვენი გიდები გაგიწევენ მეგზურობას საქართველოში, აღმოგაჩენინებენ განსხვავებულ და საინტერესო ადგილებს და აქცევენ თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარ მოგონებად.
გთავაზობთ როგორც სასკოლო, ასევე სხვა სახის ჯგუფური ექსკურსიების ორგანიზებას. ექსკურსიებს ვახორციელებთ, როგორც ქვემო ქართლის რეგიონში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
საექსკურსიო პაკეტები შეირჩევა ინდივიდუალურად, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. მასში შესაძლებელია შემდეგი მომსახურებების გაერთიანება: