ბოლნისის სიონი და წუღრუღაშენი - ქვემო ქართლის საგანძური
09.04.2019
2586 ნახვა

ქვემო ქართლის რეგიონი გამორჩეულია არამხოლოდ არქეოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისით. რეგიონში არაერთი ეკლესია-მონასტერია, რომლებიც საინტერესო დამიმზიდველია როგორც მომლოცველებისთვის, ისე არქიტექტურით დაინტერესებული მოგზაურებისთვის. ამ თვალსაზრისით ორი გამორჩეული ძეგლია ბოლნისის სიონი და წუღრუღაშენის ეკლესია.

ბოლნისის სიონი V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც სოფელ ბოლნისში მდებარეობს. ის საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა და ცნობილია ქართული ასომთავრული წარწერებითაც. ბოლნისის სიონზე განთავსებული წარწერა მიჩნეულია ქართული დამწერლობის ერთ-ერთ უძველეს და მნიშვნელოვან დოკუმენტად. ის, ასევე, პირველი ქართული ნაგებობააა, რომელზეც აღნიშნულია მშენებლობის დასრულების თარიღი. ასევე, გამორჩეულია მისი ჩუქურთმები (ვაზის მტევნები და ფოთლები, გრაგნილები, ჯვარი და ა.შ).

რაც შეეხება წუღრუღაშენის მონასტერს და ეკლესიას, ის ბოლნისის სიონიდან სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ის განსაკუთრებული მდებარეობითაც გამოირჩევა და მნახველებს გულგრილს ნამდვილად არ ტოვებს. ეკლესია მე-13 საუკუნეში ლაშა-გიორგის მეფობის დროს აიგო. მისი არქიტექტურა ამავე პერიოდში აშენებულ სხვა ქართული ეკლესიების მსგავსია (ნიკორწმინდა, ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი), მაგრამ მათზე პატარაა და უფრო მაღალი გუმბათი აქვს. ეკლესია მდიდარია ქართული ტრადიციული ორნამენტებით.

ორივე - ბოლნისის სიონი და წუღრუღაშენის ეკლესია - მოქმედია და მათი მოლოცვა წლის ნებისმიერ დროს შესაძლებელია. მათი მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, რომ ორივე მათგანი ბოლნისისსხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთადმსურველმა ერთდღიან ტურში მოინახულოს.

მსგავსი პოსტები
აუცილებლად სანახავი 7 ადგილი ქვემო ქართლში
მართალია, აქ ვერც სვანეთის დიდებულ მთებს ნახავთ და ვერც კახეთის მსგავსად ღვინის მრავალფეროვან არჩევანს შემოგთავაზებთ ყოველ კუთხეში, თუმცა ქვემო ქართლს უამრავი სხვა ღირსშესანიშნაობით შეუძლია გაგაოცოთ.
ბოლნისის სიონი და წუღრუღაშენი - ქვემო ქართლის საგანძური
ქვემო ქართლის რეგიონი გამორჩეულია არამხოლოდ არქეოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისით. რეგიონში არაერთი ეკლესია-მონასტერია, რომლებიც საინტერესო დამიმზიდველია როგორც მომლოცველებისთვის, ისე არქიტექტურით დაინტერესებული მოგზაურებისთვის.
ახალი პოსტები

ნუმიზმატიკისა და არტეფაქტების მუზეუმი ბოლნისში
ცოტას თუ წარმოუდგენია, რომ თბილისთან ახლოს, ქალაქ ბოლნისში არსებობს ნუმიზმატიკისა და არტეფაქტების მუზეუმი

ტურები