1 დღე0 დღე
ისტორიული ტური
ტურის მიმოხილვა
1 დღე
თბილისი-ბოლნისი-თბილისი

ტურის მიმდინარეობისას თქვენ ნახავთ უძველეს ქართული ტაძარს, ბოლნისის სიონს, რომელიც მდებარეობს  ქვემო ქართლში, მდინარე ფოლადაურის ნაპირას. ასევე ნახავთ წუღრუღაშენის წმ. გიორგის ტაძარს, რომელიც XIII საუკუნეშია აგებული. ამ ტურის ფარგლებში შეძლებთ მოინახულოთ ბოლნისში მდებარე წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია,რომელიც კვარცხლბეკივით ამაღლებულ მთაზეა აგებული. გადმოცემით, ამ ადგილს წმინდა ელიას მთას ეძახდნენ. ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლეს სახელობის ეკლესიიდან საუცხოო ხედი იშლება, რომელიც გულგრილს არცერთ მნახველს არ ტოვებს.

სერვისები
ექსკურსიები

გთავაზობთ როგორც სასკოლო, ასევე სხვა სახის ჯგუფური ექსკურსიების ორგანიზებას. ექსკურსიებს ვახორციელებთ, როგორც ქვემო ქართლის რეგიონში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 

საექსკურსიო პაკეტები შეირჩევა ინდივიდუალურად, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. მასში შესაძლებელია შემდეგი მომსახურებების გაერთიანება:

  • ტრანსპორტირება;
  • გიდის მომსახურება;
  • კვება;
  • მუზუემის ბილეთები.
ტურების გალერეა
დაჯავშნა

ბლოგი