1 დღე: ჩამოსვლა თბილისში. ტრანსფერი სასტუმროში. თავისუფალი საღამო;
2 დღე: საუზმე სასტუმროში. ძველი თბილისის გაცნობა: მეტეხის ეკლესია, სიონი, მშვიდობის ხიდი, შარდენის ქუჩა, გაბრიაძის თეატრი და სხვა საინტერესო ატრაქციები. გოგირდის აბანოები. საღამოს თბილისი;
3 დღე: თბილისი - მცხეთა - გორი - ბაკურიანი
საუზმე სასტუმროში. ვიწყებთ მოგზაურობას იუნესკოს მიერ დაცული უძველესი ქალაქის, მცხეთის გავლით, მოვინახულებთ მე-6 საუკუნის ჯვრის მონასტერს და გავაგრძელებთ გზას დასავლეთით გორის მიმართულებით. მოვინახულებთ სტალინის სახლ-მუზეუმს და გავეშურებით ბაკურიანში. დაბინავება სასტუმროში და თავისუფალი საღამო.
4 დღე: ბაკურიანი
დასვენების დღე. შესაძლებელია ცხენებით ან კვადროციკლებით გასეირნება, სრიალი სხვადასხვა სირთულის ტრასებზე.
5 დღე: ბაკურიანი - თავისუფალი დღე
6 დღე: ბაკურიანი - თავისუფალი დღე
7 დღე: ბაკურიანი - ბორჯომი - თბილისი
გამოსვლა ბაკურიანიდან. გასეირნება ბორჯომის პარკში, დაბრუნება თბილისში და ტრანსფერი აეროპორტში.
TourEast Georgia გეპატიჟებათ ქართული სამზარეულოს გასაცნობად!
გთავაზობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის კერძების დეგუსტაციას და მასტერკლასებს. ქვემო ქართლში, კერძოდ კი, ბოლნისში გიმასპინძლებთ ოჯახურ გარემოში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და სურვილის შემთხვევაში თავადაც მიიღოთ მონაწილეობა მათ მომზადებაში.
ასევე, უზრუნველვყოფთ კვებას უშუალოდ ტურის განმავლობაში.
TourEast Georgia გთავაზობთ ტრანსფერს როგორც თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ასევე სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან.
მოგემსახურებათ გამოცდილი მძღოლები კომფორტული და უსაფრთხო ტრანსპორტით.
შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტრანსფერის განხორციელება ნებისმიერი რაოდენობის ტურისტული ჯგუფებისთვის.
ჩვენ უზრუნველვყოფთ ტურის მიმდინარეობისას პროფესიონალი გიდის მომსახურებას.
მოგემსახურებათ რუსული, ინგლისური და გერმანულენოვანი გიდები მრავალწლიანი გამოცდილებით. ჩვენი გიდები გაგიწევენ მეგზურობას საქართველოში, აღმოგაჩენინებენ განსხვავებულ და საინტერესო ადგილებს და აქცევენ თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარ მოგონებად.