აუცილებლად სანახავი 7 ადგილი ქვემო ქართლში
27.05.2019
5287 ნახვა

საქართველოს ყველა კუთხე მდიდარია ტურისტულად საინტერესო ადგილებით და მათი უმრავლესობა საკმაოდ პოპულარულიცაა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ტურისტებში. თუმცა ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, თუ რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი ობიექტების ნახვაა შესაძლებელი ქვემო ქართლის რეგიონში. მართალია, აქ ვერც სვანეთის დიდებულ მთებს ნახავთ და ვერც კახეთის მსგავსად ღვინის მრავალფეროვან არჩევანს შემოგთავაზებთ ყოველ კუთხეში, თუმცა ქვემო ქართლს უამრავი სხვა ღირსშესანიშნაობით შეუძლია გაგაოცოთ.

1. დმანისის ნაქალაქარი

სწორედ ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ კი დმანისში შეგიძლიათ ნახოთ პირველი ქართველი ევროპელების „ნაკვალევი“. დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი თბილისიდან 85 კილომეტრში მდებარეობს. აქ აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთები, ასევე ქვის იარაღები, დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას. სწორედ დმანისის მუზეუმში შეგიძლიათ „გაიცნოთ“ პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია;

2. ბოლნისის სიონი

ბოლნისის სიონი V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკაა. გარდა იმისა, რომ ეს უძველესი ეკლესია არქიტექტურული და ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო ობიექტია, ასევე მნიშნელოვანია ისიც, რომ სწორედ მან შემოგვინახა უძველესი ასომთავრული წარწერა. ე.წ ბოლნური ჯვრის ფორმაც სწორედ მასზე გამსოახული ჯვრის ფორმის გამო დაერქვა ბოლოებგაფართოებულ ჯვარს.

3. გერმანული სახლები და მარნები

იცოდით, რომ გასულ საუკუნეებში საქართველოში, კონკრეტულად კი ქვემო ქართლის რეგიონში გერმანული სოფლები არსებობდა? ბოლნისის გერმანული ისტორია 1818 წელს დაიწყო, როდესაც სოფელ რატევანის მახლობლად შვაბიდან გერმანელები ჩამოასახლეს. გერმანელების გაშენებულ დასახლებას თავდაპირველად კატარინენფელდი ეწოდა, სახელი ლუქსემბურგი კი როზა ლუქსემბურგის საპატივცემულოდ ქვეყანაში შემოჭრილმა წითელმა არმიამ და კომუნისტებმა მოიტანეს. 1941 წელს, სამამულო ომის დაწყებისთანავე ყველა ადგილობრივი გერმანელი რომელიც ქართველთან ქორწინებაში არ იმყოფებოდა ციმბირში ან ყაზახეთში გადაასახლეს.
შემორჩენილი გერმანული ხუროთმოძღვრება მხოლოდ მიწისზედა ნაგებობებით არ შემოიფარგლება. ბოლნისში მდებარე არაერთი კერძო საცხოვრებელი სახლის ქვეშ საქართველოსთვის არატიპიური ზომის და ფორმის მარანი მდებარეობს.

4. წუღრუღაშენი

წუღრუღაშენი ბოლნისთან ახლოს მდებარეობს.  ეკლესია მე-13 საუკუნეში ლაშა-გიორგის მეფობის დროს აიგო. მისი არქიტექტურა ამავე პერიოდში აშენებულ სხვა ქართული ეკლესიების მსგავსია (ნიკორწმინდა, ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი), მაგრამ მათზე პატარაა და უფრო მაღალი გუმბათი აქვს. ეკლესია მდიდარია ქართული ტრადიციული ორნამენტებით.

5. ელიას მთაზე მდებარე მონასტერი

ბოლნისში, ელიას მთაზე პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის მონასტერი რამდენიმე წლის წინ აშენდა. მონასტერი საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა, მის სტუმრებს ასევე არაჩვეულებრივი ხედით შეუძლიათ დატკბნენ.

6. ტანძია

სოფელ ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი შეგიძლიათ მოინახულოთ. სოფელი ბოლნისიდან სულ რაღაც 16 კილომეტრითაა დაშორებული. სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ  მუზეუმში დაცულია 300-მდე ექსპონანტი, მათ შორის 28 ფერწერული ნამუშევარი, 25 – გრაფიკული ნამუშევარი, 9 – სკულპტურა, 2 – არქეოლოგიური ექსპონანტი, 11 – დოკუმენტი, 59 – ფოტო, 147 – სამეცნიერო დამხმარე ლიტერატურა და სხვ.

7. ფიტარეთის მონასტერი

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს რაიონს ეკუთვნის და ერთ-ერთ ცნობილ სამწიგნობრო კერას წარმოადგენდა.

მონასტერი ღრმა ხეობაში დგას და მაღალი მთებით არის შემოზღუდული. სამონასტრო კომპლექსში შემორჩენილია მთავარი ტაძარი, მარანი, სამრეკლო, გალავანი და სხვა სამეურნეო თუ საკულტო დანიშნულების დაზიანებული ნაგებობები. მონასტერს შემოვლებული აქვს ორი გალავანი - ძველი და ახალი, რომელთაგან ახალი, სათოფურებიანი უკეთ არის შემონახული და XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო ძველი XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება და მისი დიდი ნაწილი დაზიანებულია.

 

ეს ქვემო ქართლის რეგიონის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობებია, თუმცა მის მიღმა რეგიონი კიდევ უამრავ საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ადგილს მოიცავს. Tour_East Georgia-ს მიზანი სწორედ ასეთი ადგილების პოპულარიზაციაა.  ამ მიზნით ჩვენი კომპანია გეგმავს და ახორციელებს ტურებს, რომლებიც ჯერ კიდევ უცნობ ადგილებს აღმოგაჩენინებთ.

მსგავსი პოსტები
აუცილებლად სანახავი 7 ადგილი ქვემო ქართლში
მართალია, აქ ვერც სვანეთის დიდებულ მთებს ნახავთ და ვერც კახეთის მსგავსად ღვინის მრავალფეროვან არჩევანს შემოგთავაზებთ ყოველ კუთხეში, თუმცა ქვემო ქართლს უამრავი სხვა ღირსშესანიშნაობით შეუძლია გაგაოცოთ.
ბოლნისის სიონი და წუღრუღაშენი - ქვემო ქართლის საგანძური
ქვემო ქართლის რეგიონი გამორჩეულია არამხოლოდ არქეოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისით. რეგიონში არაერთი ეკლესია-მონასტერია, რომლებიც საინტერესო დამიმზიდველია როგორც მომლოცველებისთვის, ისე არქიტექტურით დაინტერესებული მოგზაურებისთვის.
ახალი პოსტები
აუცილებლად სანახავი 7 ადგილი ქვემო ქართლში
მართალია, აქ ვერც სვანეთის დიდებულ მთებს ნახავთ და ვერც კახეთის მსგავსად ღვინის მრავალფეროვან არჩევანს შემოგთავაზებთ ყოველ კუთხეში, თუმცა ქვემო ქართლს უამრავი სხვა ღირსშესანიშნაობით შეუძლია გაგაოცოთ.
ნუმიზმატიკისა და არტეფაქტების მუზეუმი ბოლნისში
ცოტას თუ წარმოუდგენია, რომ თბილისთან ახლოს, ქალაქ ბოლნისში არსებობს ნუმიზმატიკისა და არტეფაქტების მუზეუმი
ბოლნისის სიონი და წუღრუღაშენი - ქვემო ქართლის საგანძური
ქვემო ქართლის რეგიონი გამორჩეულია არამხოლოდ არქეოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისით. რეგიონში არაერთი ეკლესია-მონასტერია, რომლებიც საინტერესო დამიმზიდველია როგორც მომლოცველებისთვის, ისე არქიტექტურით დაინტერესებული მოგზაურებისთვის.
ტურები