1 დღე0 დღე
სასკოლო ექსკურსიები
50.00
ტურის მიმოხილვა

სასკოლო ექსკურსიები პირველი ევროპელების მხარეში TourEast Georgia-სგან!

ერთდღიანი ექსკურსიები ყველა ასაკის მოსწავლისთვის: კომფორტული ტრანსპორტი, პროფესიონალი გიდი, ანიმატორები, კვება.

დაუვიწყარი, საინტერესო და სახალისო პროგრამა სხვადასხვა ინტერესების მქონე ბავშვებისთვის.

აღმოაჩინეთ საქართველო ქვემო ქართლიდან! აღმოაჩინეთ ადგილები, რომლებიც ძალიან ცოტას თუ უნახავს!

მარშრუტი: თბილისი - დმანისის ნაქალაქარი - დმანისის მუზეუმი (ზეზვა და მზია)- ბოლნისის სიონი - წუღრუღაშენის ეკლესია - თბილისი;

რეკომენდირებული ასაკი: 5-8 კლასი

ჯგუფის  შესაძლო რაოდენობა: 15-დან 55-მდე

სერვისები:

  • ტრანსპორტირება;
  • გიდი;
  • კვება;
  • ანიმატორები;

ღირებულება: 50-65 ლარი (დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე)

დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 598949464; 555430877

ელ-ფოსტა: info@toureast.ge 

სერვისები
კვება

TourEast Georgia გეპატიჟებათ ქართული სამზარეულოს გასაცნობად!

გთავაზობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის კერძების დეგუსტაციას და მასტერკლასებს. ქვემო ქართლში, კერძოდ კი, ბოლნისში გიმასპინძლებთ ოჯახურ გარემოში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და სურვილის შემთხვევაში თავადაც მიიღოთ მონაწილეობა მათ მომზადებაში.

ასევე, უზრუნველვყოფთ კვებას უშუალოდ ტურის განმავლობაში.

გიდი

ჩვენ უზრუნველვყოფთ ტურის მიმდინარეობისას პროფესიონალი გიდის მომსახურებას.

მოგემსახურებათ რუსული, ინგლისური და გერმანულენოვანი გიდები მრავალწლიანი გამოცდილებით. ჩვენი გიდები გაგიწევენ მეგზურობას საქართველოში, აღმოგაჩენინებენ განსხვავებულ და საინტერესო ადგილებს და აქცევენ თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარ მოგონებად.

ექსკურსიები

გთავაზობთ როგორც სასკოლო, ასევე სხვა სახის ჯგუფური ექსკურსიების ორგანიზებას. ექსკურსიებს ვახორციელებთ, როგორც ქვემო ქართლის რეგიონში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 

საექსკურსიო პაკეტები შეირჩევა ინდივიდუალურად, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. მასში შესაძლებელია შემდეგი მომსახურებების გაერთიანება:

  • ტრანსპორტირება;
  • გიდის მომსახურება;
  • კვება;
  • მუზუემის ბილეთები.
ტურების გალერეა
დაჯავშნა

ბლოგი