კომპანია TourEast Georgia გთავაზობთ ორდღიან ტურს სომხეთში 17-18 აგვისტოს!
სევანის ტბა - "სომხეთის მარგალიტი", კავკასიის უდიდესი ტბა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტკნარი ტბა. აქ შესაძლებელია სასიამოვნო დასვენება და სევანის ცნობილი კალმახის დაგემოვნება. სევანის ტბის ბინადარი კალმახი "იშხანი" სრულიად განსხვავდება ევროპის მდინარეების კალმახისგან.
ერევანს ვარდისფერ ქალაქს უწოდებენ, რადგან მის მშენებლობაში გამოყენებულია ვარდსიფერი შეფერილობის ტუფი. ამ უსაფრთხ ქალაქში შეგიძლიათ თავისუფლად ისეირნოთ და მოინახულოთ თანამედროვე ხელოვნების ღია მუზეუმი "კასკადი".
კასკადის მსგავსი უნიკალური არქიტექტურის მქონე ნაგებობა პოსტსაბჭოთა მასშტაბით იშვიათია. ესაა გიგანტური კიბეების კომპლექსი, რომელიც შედგება რვა დონისგან, სადაც შადრევნები და ქანდაკებებია განთავსებული. კასკადიდან იშლება ხედი ერევანზე და შესაძლებლობა გაქვთ დაინახოთ არარატის მთა.
ეჩმიაძინი (ვაღარშაპატი) - სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოსის საბრძანებელი.
1 დღე: გამგზავრება თბილისიდან ერევანში, შესვენება და სადილი სევანის ტბასთან.
განთავსება სასტუმროში, დასვენება, საღამოს გასეირნება ერევანში, ვახშამი;
2 დღე: საუზმე სასტუმროში, ექსკურსია არარატის კონიაკის ქარხანაში, ეჩმიაძინის დათვალიერება, გამომგზავრება თბილისში
ტურის ღირებულება მოიცავს:
დამატებითი სერვისების უზრუნველყოფა შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომრებზე: 598 94 94 64; 555 43 08 77
ჩვენ უზრუნველვყოფთ ტურის მიმდინარეობისას პროფესიონალი გიდის მომსახურებას.
მოგემსახურებათ რუსული, ინგლისური და გერმანულენოვანი გიდები მრავალწლიანი გამოცდილებით. ჩვენი გიდები გაგიწევენ მეგზურობას საქართველოში, აღმოგაჩენინებენ განსხვავებულ და საინტერესო ადგილებს და აქცევენ თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარ მოგონებად.