1 დღე4 დღე
ისტორიული ტური
კულტურულ-შემეცნებითი ტური
ტურის მიმოხილვა

TourEast Georgia გთავაზობთ ერთდღიან ტურს "ქართულ-გერმანული ლაბირინთები"
ტურის მიმდინარეობისას თქვენ ნახავთ - ძველ  გერმანულ უბნებს, მათ ინფრასტრუქტურას,  უნიკალური ღვინის ჯიშების მარნებს თავისი უძველესი კასრებითა და სხვადასხვა ნივთებით, აგრეთვე მოისმენთ გერმანელების ჩამოსახლების ისტორიას, გაეცნობით მათი ცხოვრების წეს-ჩვეულებებს. ტურის დასრულებისას მოისმენთ გერმანული კლასიკური მუსიკის შედევრებს ცოცხალი შესრულებით.

ფოტო

სერვისები
ტრანსპორტირება
კვება

TourEast Georgia გეპატიჟებათ ქართული სამზარეულოს გასაცნობად!

გთავაზობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის კერძების დეგუსტაციას და მასტერკლასებს. ქვემო ქართლში, კერძოდ კი, ბოლნისში გიმასპინძლებთ ოჯახურ გარემოში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და სურვილის შემთხვევაში თავადაც მიიღოთ მონაწილეობა მათ მომზადებაში.

ასევე, უზრუნველვყოფთ კვებას უშუალოდ ტურის განმავლობაში.

გიდი

ჩვენ უზრუნველვყოფთ ტურის მიმდინარეობისას პროფესიონალი გიდის მომსახურებას.

მოგემსახურებათ რუსული, ინგლისური და გერმანულენოვანი გიდები მრავალწლიანი გამოცდილებით. ჩვენი გიდები გაგიწევენ მეგზურობას საქართველოში, აღმოგაჩენინებენ განსხვავებულ და საინტერესო ადგილებს და აქცევენ თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარ მოგონებად.

ექსკურსიები

გთავაზობთ როგორც სასკოლო, ასევე სხვა სახის ჯგუფური ექსკურსიების ორგანიზებას. ექსკურსიებს ვახორციელებთ, როგორც ქვემო ქართლის რეგიონში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 

საექსკურსიო პაკეტები შეირჩევა ინდივიდუალურად, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. მასში შესაძლებელია შემდეგი მომსახურებების გაერთიანება:

  • ტრანსპორტირება;
  • გიდის მომსახურება;
  • კვება;
  • მუზუემის ბილეთები.
ტურების გალერეა
დაჯავშნა

ბლოგი