აღმოაჩინე დმანისი - პირველი ევროპელების სამშობლო
26.02.2019
4138 ნახვა

გსმენიათ ზეზვას და მზიას შესახებ? ისინი არიან პირველი ევროპელები საქართველოდან, კონკრეტულად კი დმანისიდან. დმანისი შუასაუკუნეების ქალაქია, რომელიც თბილისიდან სამხრეთით 85 კმ-ში მდებარეობს.

ადამიანების ადრეული სამარხები აქ 1991-2005 წლებში აღმოაჩინეს. ექსპერტების აზრით, ნაშთები 1.8 მილიონი წლისაა. აღმოჩენილი ექვსი ნაშთიდან ორს ზეზვა და მზია დაერქვა და მოხდა მათი მიახლოებითი სახის რეკონსტრუქცია. როგორც ჩონჩხები მიუთითებს, დმანისელი ჰომინიდები დაახლოებით 1.4 მეტრის სიმაღლის იყვნენ, მათ ფეხები ბევრად უფრო განვითარებული ჰქონდათ, ვიდრე მკლავები, რაც აჩვენებს, რომ ისინი კარგი მორბენლები იყვნენ.

მეცნიერების გადაწყვეტილებით, წყვილს ეწოდა „პირველი ევროპელები“, რადგან მათი ნაშთები უძველესია ევროპაში. დმანისში, ასევე აღმოჩენილ იქნა ქვის ხანის ნაშთები, რომლებიც, სავარაუდოდ ქვედა პალეოლითის ხანიდან ნეოლითის ხანამდე პერიოდს მიეკუთვნება. აღნიშნული აღმოჩენების შემდეგ მეცნიერებმა საქართველო დაასახელეს დედამიწაზე პირველ რეგიონად, რომელიც ადამიანის პირველ სახეობებს ასახავს და საიდანაც დაიწყო ადამიანების განსახლება ევრაზიის სხვა ტერიტორიებზე.

ტურისტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ზეზვას და მზიას გაცნობა დმანისის მუზეუმში შეუძლიათ.

დმანისის ტერიტორია დაახლოებით 13 000 კვ.მ-ია, თუმცა გამოკვლეული მისი მხოლოდ მცირე ნაწილია. არქეოლოგიური გათხრების ტერიტორიას ამჟამად ღია მუზეუმის სახე აქვს და ის ტურისტებისთვის მარტიდან ნოემბრამდეა ღია.

TourEast Georgia პირველი ტურისტული კომპანიაა შიდა ქართლში, რომელიც ქართველ და უცხოელ ტურისტებს დმანისის და, ზოგადად, ამ რეგიონის აღმოჩენაში ეხმარება. ჩვენ გაჩვენებთ, ისეთ ადგილებს, რომლებსაც ძალიან ცოტა თუ იცნობს.

აღმოაჩინეთ საქართველო ქვემო  ქართლიდან!

მსგავსი პოსტები
აღმოაჩინე დმანისი - პირველი ევროპელების სამშობლო
გსმენიათ ზეზვას და მზიას შესახებ? ისინი არიან პირველი ევროპელები საქართველოდან, კონკრეტულად კი დმანისიდან. დმანისი შუასაუკუნეების ქალაქია, რომელიც თბილისიდან სამხრეთით 85 კმ-ში მდებარეობს.
ახალი პოსტები
აუცილებლად სანახავი 7 ადგილი ქვემო ქართლში
მართალია, აქ ვერც სვანეთის დიდებულ მთებს ნახავთ და ვერც კახეთის მსგავსად ღვინის მრავალფეროვან არჩევანს შემოგთავაზებთ ყოველ კუთხეში, თუმცა ქვემო ქართლს უამრავი სხვა ღირსშესანიშნაობით შეუძლია გაგაოცოთ.
ნუმიზმატიკისა და არტეფაქტების მუზეუმი ბოლნისში
ცოტას თუ წარმოუდგენია, რომ თბილისთან ახლოს, ქალაქ ბოლნისში არსებობს ნუმიზმატიკისა და არტეფაქტების მუზეუმი
ბოლნისის სიონი და წუღრუღაშენი - ქვემო ქართლის საგანძური
ქვემო ქართლის რეგიონი გამორჩეულია არამხოლოდ არქეოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისით. რეგიონში არაერთი ეკლესია-მონასტერია, რომლებიც საინტერესო დამიმზიდველია როგორც მომლოცველებისთვის, ისე არქიტექტურით დაინტერესებული მოგზაურებისთვის.
ტურები